
ჩვენი პროდუქტები
საავტორო უფლებები საიტში გამოყენებულ ფოტოებზე ეკუთვნით იური მეჩითოვს, სერგო ედიშერაშვილს, მაია დეისაძეს, მაკა ბატიაშვილს, ნიკ არუთუნოვს
იხილეთ ჩვენი კომპანიის ნაწარმის ფასები
კომპანიის სრული პროდუქცია ამ დროისთვის(2015.07.12.), განთავსებული დადიანების სასახლის მაკეტზე. | |
დავით IV აღმაშენებელი (1089-1125წწ.), საქართველოს მეფე („მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შერვანშა და შაჰანშა“). გურანდუხტი, დავით აღმაშენებლის მეუღლე, ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანისძის ასული, საქართველოს დედოფალი. გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, ვაზირთა უპირველესი; ევალებოდა „სამეფოსა და სახლის განგება“. მეფის უახლოესი მრჩეველი. ამირსპასალარი, გაერთიანებული საქართველოს ვაზირი; მთავარსარდალი. იოანე, კათოლიკოს-პატრიარქი XII ს-ის პირველ მეოთხედში. | |
კარლ I (1600 წ. 19 ნოემბერი - 1649 წ. 30 იანვარი, ლონდონი) - ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე 1625 წლის 27 მარტიდან. სტიუარტების დინასტიიდან. მისმა აბსოლიუტიზმის პოლიტიკამ და საეკლესიო რეფორმებმა გამოიწვიეს აჯანყება შოტლანდიასა, ირლანდიაში და ინგლისის რევოლიუცია. სამოქალაქო ომების მსვლელობისას კარლ I დამარცხება განიცადა, იგი სასამართლოს გადასცეს და 1649წ. 30 იანვარს ლონდონში სიკვდილით დასაჯეს. ლიუდოვიკ XVI (1754 წ. 23 აგვისტო, ვერსალი - 1793 წ. 21 იანვარი, პარიზი) - საფრანგეთის მეფე ბურბონების დინასტიიდან, დოფინ ლიუდოვიკ ფერდინანდის შვილი, ტახტზე ავიდა ბაბუის, ლიუდოვიკ XV შემდეგ 1774 წ. მისი მეფობისას გენერალური შტატების მოწვევის შემდეგ (1789 წ.) . დაიწყო დიდი ფრანგული რევოლიუცია. ლუიმ თავიდან მიიღო 1791 წლის კონსტიტუცია, უარი თქვა აბსოლიუტიზმზე და კონსტიტუციური მონარქი გახდა, თუმცა მალევე გაუბედავად შეეწინააღმდეგა რევოლიუციონერების რადიკალურ ზომებს და ქვეყნიდან გაქცევაც კი სცადა. 1792 წლის 21 სექტემბერს დამხობილ იქნა, გადაცემულ იქნა კონვენტის სასამართლოს და მალე გილიოტინაზე სიკვდილით იქნა დასჯილი. დამხობის შემდეგ რესპუბლიკურმა ხელისუფლებამ ლიუდოვიკ XVI ჩამოართვეს ტიტული და მისცეს მას გვარი კაპეტი მისი წინაპრის ჰუგო კაპეტის, კაპეტინგების დინასტიის დამაარსებლის სახელის მიხედვით, რომლის შტოსაც წარმოადგენს ბურბონთა დინასტია. ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე (18 მაისი 1868., ცარსკოე სელო - 17 ივლისი 1918 წ. ეკატერინბურგი) - სრულიად რუსეთის იმპერატორი. პოლონეთის მეფე და ფინეთის დიდი თავადი, რუსეთის იმპერიის იმპერატორი (20 ოქტომბერი (1 ნოემბერი) 1894 წ. - 2 მარტი 1917 წ.). რომანოვების საიმპერატორო გვარიდან. პოლკოვნიკი (1892 წ.); გარდა ამისა, ბრიტანელი მონარქებისაგან ჰქონდა ფლოტის ადმირალისა (1908 წლის 28 მაისი) და ბრიტანეთის არმიის ფელდ-მარშალის (1915 წლის 18 დეკემბერი) წოდებები. ნიკოლოზ II გადადგა ტახტიდან 1917 წლის თებერვლის რევოლიუციის მსვლელობისას და იმყოფებოდა ოჯახთან ერთად შინაპატიმრობაში ცარსკოე სელოს სასახლეში. 1917 წლის ზაფხულში დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით ოჯახთან ერთად გადაყვანილ იქნა ტობოლსკში. 1918 წლის გაზაფხულზე კი ბოლშევიკების მიერ გადაადგილებულ იქნა ეკატერინბურგში, სადაც 1918 წლის ივლისში ოჯახთან და დაახლოებულ პირებთან ერთად დახვრეტილ იქნა. | |
კარეტა, 6 ცხენით, ფორეიტორითა და მეეტლით და ლუი ორლეანელის ქანდაკება. | |
ფარნავაზ I (ძვ.წ. 302-237, არსებობს სხვა ვერსიებიც) - იბერიის პირველი მეფე, საქართველოს პირველი გამაერთიანებელი კოლხეთის მთავართან, ქუჯთან კავშირის შედეგად; "ქართლის ცხოვრების" თანახმად, შექმნა ქართული დამწერლობა, გაატარა ადმინისტრაციული რეფორმები, ააგო არმაზის ციხე, შემოარტყა მცხეთას გალავანი, დააარსა ფარნავაზიანთა დინასტია; ცოლად ჰყავდა დურძუკის ქალი, რომლისგანაც ეყოლა ძე, ტახტის მემკვიდრე საურმაგ I. მირიან III - ქართლის მეფე IV საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337) და სომეხთა მეფის თრდატის(287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელთა წინააღმდეგ; აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად; ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. ვახტანგ I გორგასალი (დ. დაახლოებით V საუკუნის 40-იანი წლები - გ.502 წ.) - ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე, სარდალი. "გორგასალი" (სპარს. მგლისთავა) მუზარადზე გამოსახული მგლის გამო შეარქვეს. გიორგი V ბრწყინვალე (1286-1346) საქართველოს მეფე 1314-1346 წლებში, დემეტრე თავდადებულის ძე. აღადგინა საქართველოს მთლიანობა, ბოლო მოუღო მონღოლთა ბატონობას, შექმნა საკანონმდებლო ძეგლები, აღადგინა ქართული მონასტრები იერუსალიმსა და სინას მთაზე, ქართველებისთვის იერუსალიმში შესვლის უფლება მოიპოვა; იტალიელთა შავიზღვისპირა ფაქტორიებთან მისი ურთიერთობების გააქტიურების შედეგად რომის პაპმა სამისსიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720,თელავი - გ. 11 იანვარი, 1788, იქვე) - 1744-1762 წლებში კახეთის,1762-1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. მტრები "აშვებულ ლომს" ეძახდნენ; აწარმოა უამრავი წარმატებული ბრძოლა ირანელების, ოსმალოებისა და ჩრდილო კავკასიელი ტომების წინააძღმდეგ; რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხა თურქები (ასპინძა, ხერთვისის ციხე), რუსეთის ჯართან ერთად გაანთავისუფლა მათგან ერევანი, განჯა, ყარაბაღი და ნახიჩევანი; ეკატერინე II-სთან მოლაპარაკებების შედეგად 1783 წლის 24 ივლისს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო "სამეგობრო შეთანხმება", უფრო ცნობილი,როგორც "გეორგიევსკის ტრაქტატი". | |
ქართველი მეფეები. ბრინჯაო | |
თამარი, თამარ მეფე (დ.დაახ. 1160-გ.1214, შესაძლოა 1210 ან 1207) საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსი და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი". თამარის მეფობის ეპოქიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შამქორის (1195 წ.)და ბასიანის (1203 წ.) ბრძოლები; მის დროს ქვეყანაში ეკონომიკისა და კულტურის განვითარებამ არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. თამარი გარდაიცვალა 1213 წელს "აგარათა ციხეში", თბილისის მახლობლად მძიმე სენის გამო; დაკრძალეს გელათში, მაგრამ მის სამარხთან დაკავშირებით მრავალი იდუმალებით მოცული ლეგენდა არსებობს. | |
თამარ მეფე. ბრინჯაო | |
7 ქართველი მეფე | |
დათა თუთაშხია - ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის გმირი, სამართლიანობისთვის მებრძოლი ყაჩაღი | |
სერიიდან "გოჩა და ხვიჩა", უიარაღოს ( კონდრატე დავითის ძე თათარიშვილი) რომანი "მამლუქი" პერსონაჟები. | |
"ბრინჯაო - თითბერი". 2016 წლის 10 მაისისათვის "იოტა როიალის' მიერ შექმნილი 18 ფიგურა. | |
ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი; დ. 14 ივლისი, 1861, ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი - გ. 27 ივლისი, 1915, თბილისი) - ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი. | |
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (ნამდვილი გვარი - ჯუღაშვილი) 6 [18] დეკემბერი 1878 (ოფიციალური ვერსიით 9 [21] დეკემბერი 1879), გორი, საქართველო - 1953 წლის 5 მარტი, ვოლინსკოე, კუნცევის რაიონი, მოსკოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ; | |
შოთა რუსთაველი (*დაახ. 1160/65 - ? ) - XII საუკუნის ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი. | |
პირველი ერთობლივი რუსულ-ქართული პროექტი 40 მმ. ჯარისკაცების წარმოებაში. სერსეა ლანნისტერი სერიიდან "მოთამაშეები", ბრინჯაო. სერია იქმნება ფენტეზიური საკულტო სერიალის "სამეფო კარის თამაშები" სიუჟეტის მიხედვით. | |
ბაგრატ III (960 - 7 მაისი 1014) - გაერთიანებული საქართველოს მეფე (978 - 7 მაისი 1014). ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. | |
თავადი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (29 ივნისი (10 ივლისი) 1765, თბილისი - 12 (24) სექტემბერი 1812, დაბა სიმა, ვლადიმირის გუბერნია) - რუსეთის ინფანტერიის გენერალი, ეგერთა ლეიბ-გვარდიის პოლკის მეთაური, დასავლეთის მეორე არმიის მთავარსარდალი 1812 წლის სამამულო ომის დასაწყისში. ალექსანდრე სუვოროვის მოსწავლე. | |
ამიერკავკასიაში პირველი სამხედრო-ისტორიული მინიატურის კომპანია "იოტა როიალის" მიერ 2 წლის განმავლობაში შექმნილი 25 ფიგურა. | |
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი (14 ივლისი, 1888, მატანი, თბილისის გუბერნია - 1930, 27 ივლისი, პასი, საფრანგეთი) -ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. საქართველოს ეროვნული გმირი. | |
ფარსმან II ქველი - ამაზასპ I-ის ძე. იბერიის უძლიერესი მეფე, რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ქველი ეწოდა. მეფობდა დაახლ. 120-170 წლებში. | |
აიეტი - ძველი კოლხეთის მითიური მეფე (ზოგი ვერსიით რეალური ისტორიული პიროვნება). | |
"ქართველი მეფეები" | |
"ქართველები" | |
იოტა როიალი - 23. 01. 2018. | |
სერია "ქართველები". | |
სერია "ქართველი მეფეები". | |
კოლოფი სამი ფიგურისათვის. ყურადღება! კომპანია ამზადებს ექსკლუზიურ კოლოფებს ჩვენი ფიგურების ნებისმიერი რაოდენობისთვის. ფასი შეთანხმებით. | |
კოლოფების ნაირსახეობა "იოტა როიალის" ფიგურებისთვის. | |
"ოსტატი და მარგარიტა" ნაკრები იქმნება მიხეილ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე. ნაკრების პირველ ნაწილში შევიდა 5 ფიგურა: | |
"ქართველები ბიზანტიაში" X საუკუნის მეორე ნახევარი. ბიზანტია. ნაკრებში შევიდა სამი ცხენოსანი ფიგურა: | |
"წიგნების გმირები". ნაწილი პირველი. კაცობრიობის დოკუმენტური მეხსიერება მაშინ ჩაისახა, როდესაც ჩვენმა შორეულმა წინაპარმა ნახშირით გამოქვაბულის კედელზე მამონტი დახატა. ამას მოყვა იეროგლიფები, ნიშნები, ასოები, შემდეგ გაჩნდა მელანი და პერგამენტი, ავტოკალამი და ქაღალდი, კლავიატურა და მონიტორი. როგორც არ უნდა განვითარდეს ჩვენი ცივილიზაცია, რა უცნაური ფორმაც არ უნდა მიიღოს დამწერლობამ, წიგნი იყო, არის და იქნება ადამიანის აზრის პირველი მცველი და გამტარი. | |
ჩვენი მეორმოცე, საიუბილეო ფიგურა წინასწარმეტყველი დავით მეფსალმუნე, ისრაელის მეფე. ფიგურა კომპანია ჲოტა როიალის დაარსების ხუთი წლისთავს ეძღვნება. | |
ნაკრები "საქართველოს რესპუბლიკა: 1918-1921" 1. ქაიხოსრო (ქაქუცა) იოსების ძე ჩოლოყაშვილი (1888. 14. 07. - 1930. 27. 07.) 2. გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი (1870. 06. 04. - 1937. 08. 09.) 3. გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე, ნამდვილი გვარი ჩიქოვანი (1874. 21. 08. - 1970. 07. 08.) 4. მარიამ (მარო) კონსტანტინეს ასული მაყაშვილი (1902. 25. 08. - 1921. 19. 02.) | |
ნაკრები "ოსტატი და მარგარიტა" ნაკრები იქმნება მიხეილ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე. ნაკრების მეორე ნაწილში შევიდა 5 ფიგურა: | |
"ოსტატი და მარგარიტა", სრული ნაკრები. | |
ნიკო ფიროსმანი ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი; დაიბადა 1862 წლის 5 აპრილს სოფელ მირზაანში - გარდაიცვალა 1918 წელს თბილისში) - ქართველი თვითნასწავლი პრიმიტივისტი მხატვარი, ამ მიმართულების ერთერთი უმსხვილესი ოსტატი. |