ისტორია

უამრავი საინტერესო ისტორიის გახსენება შეიძლება კალის ჯარისკაცებზე; გენიალური რუსი მეცნიერი ი.პ. პავლოვის თქმით „... კოლექციონერობა ნებისყოფის სკოლაა, მიზნის რეფლექსი, რომელსაც უდიდესი ცხოვრებისეული მნიშვნელობა აქვს“.

საგულისხმოა, რომ ძმებმა მორის და ვილჰელმ ორანელებმა სწორედ სათამაშო ვერცხლის ჯარისკაცების გამოყენებით მაგიდაზე ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებული ჰოლანდიური სამხედრო წესრიგი, რომლის წყალობითაც შემდგომში ჰოლანდიურმა არმიამ ზედიზედ რამდენჯერმე დაამარცხა ესპანელები და ამ პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოუპოვა.

ეგვიპტელი ფარაონებიდან დაწყებული კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ მნიშვნელოვან ცივილიზაციას არ აუვლია გვერდი სათამაშო ჯარისკაცებისთვის და ვერც აუვლიდა - ერთობ სამწუხაროა, მაგრამ უამრავი მკლევარი თანხმდება ტრაგიკულ აზრზე, რომ კაცობრიობის ისტორია უდიდესწილად ომების ისტორიაა.

სუვოროვი და გოეთე, ფრანსი და სტივენსონი, დოილი და უელლსი, ჩერჩელლი და, ასე განსაჯეთ, თვით მალკოლმ ფორბსი - აი, უმოკლესი სია ადამიანებისა, რომლებმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი „მეჯარისკაცეობას“ მიუძღვნეს; ლიუდოვიკ XIII 300 ვერცხლის ფეხოსან ჯარისკაცზე საფრანგეთში დიდი მითქმა-მოთქმა მხოლოდ ნაპოლეონის ნაბიჯმა „გადაფარა“, რომელმაც შვილს 117 ოქროს ჯარისკაცი აჩუქა, თუმცა XVIII საუკუნემდე, როდესაც ნიურნბერგელმა კალის საქმეთა ოსტატმა იოჰან გოტფილდ ჰილბერტმა ფრიდრიჰ დიდისა და მისი გვარდიელების წარმოება დაიწყო და „მეჯარისკაცეობა“ ხალხისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა, ეს ჰობი მხოლოდ არისტოკრატებისათვის წარმოადგენდა „გასართობს“.

სამგანზომილებიანი „ცოცხალი“ ჯარისკაცები პირველად საფრანგეთში XVIII საუკუნის ბოლოს გამოუშვეს, მაგრამ მათი „ოქროს ხანა“ მხოლოდ 100 წლის შემდეგ დადგა - ბრიტანელმა მეწარმემ უილიამ ბრიტანმა ჯარისკაცების ჩამოსხმის ახალი ხერხი აღმოაჩინა, რომელმაც ერთი-ორად შეამცირა წარმოების ხარჯები და ახალი სათამაშო სტანდარტი დააწესა - ფეხოსანი ჯარისკაცი სადგამიდან თვალის დონემდე სიმაღლეში 54 მმ. უნდა ყოფილიყო; ეს სტანდარტი დღესაც ერთ-ერთი პოპულიარულია და მასში უამრავი მსხვილი მწარმოებელი თუ მარტოხელა ოსტატი მუშაობს.

ოდესღაც ბრიტანულ კალის არმიებს წარმატებულ კონკურენციას გერმანული ფირმა „Heyde“-ს კალის ჯარისკაცები უწევდნენ, მაგრამ „Heyde“-ს ქარხანა დრეზდენში მოკავშირეთა ავიაციის მიერ დაბომბილი, ხოლო ჩამოსასხმელი დანადგარები და ფიგურების ფორმები განადგურებულ იქნა, „Heyde“-ს ოჯახის წარმომადგენელთა მცდელობა კი, აღედგინათ ტრადიციული საოჯახო საქმე, გდრ-ის ხელისუფლების მიერ იქნა აღკვეთილი...

ბრიტანულმა კალის არმიამ გაიმარჯვა და შეიძლება ითქვას, რომ William Britain ყველაზე ცნობილი ბრენდია დღესდღეობით. სერიოზული დარტყმა მიაყენა კალის ჯარისკაცებს პლასტმასის ფიგურების მასსიურმაგავრცელებამ, ამ ფიგურებს ერთი აზიური მრავალრიცხოვანი ქვეყანა აწარმოებს. ამგვარად, იაფფასიანი საბავშვო სათამაშოებიდან ჯარისკაცები ისევ „დიდების“ ძვირფას გასართობად იქცნენ

ჩვენს დროში კალის (ახლა უამრავი შენადნობისგან ასხამენ ფიგურებს) საკოლექციო ფიგურების არჩევანი იმდენად ფართოა, რომ ყველაფრის შეგროვება მხოლოდ ფორბსს თუ შეუძლია- ჯეიმს ბონდი, შერლოკ ჰოლმსი და ექიმი უოტსონი, აინშტაინი და დარვინი, საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ და ჯგუფი „ბითლზი“ ,აი, არასრული ნაირსახეობა დღეს წარმოებადი ფიგურებისა, თუმცა ორთოდოქსი ,კოლლექციონერების აზრით, კალის ჯარისკაცი მხოლოდ ჯარისკაცს უნდა გამოსახავდეს.

ყველაზე იაფ, მაგრამ უხარისხო ჯარისკაცებად ითვლება ამერიკული კომპანიის Blue Box-ის ნაკეთობები, რვა ჯარისკაცის ნაკრების ყიდვა აშშ-ში 16$-აა შესაძლებელი, შედარებისთვის William Britain-ის ასევე რვაკაციანი ნაკრები ლონდონში 79 ფუნტი სტერლინგი და 99 პენსი ღირს.

რუსეთში, არბატზე საიუველირო მაღაზიებში საკმაოდ ფართო ასსორტიმენტის მიუხედავად, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ლენინის, სტალინის, ბრეჟნევისა და სხვა პოლიტიკოსების მინიატურული ფიგურები, „მეჯარისკაცეთა“ ოცნების ქალაქებად მაინც ლონდონი,ნიუ-იორკი და მელბურნი ითვლება.

40 მმ

40 მილიმეტრის სტანდარტის კალის ჯარისკაცების წარმოება ევროპაში XX საუკუნის 60-იან წლებში რამდენიმე სხვადასხვა ადგილას დაიწყო, ხოლო პირველად შოკოლადის კვერცხში ლითონის (ცამის) ჯარისკაცი Kinder Surprise-მა ჩადო. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი სერია ასახავდა ბალერინებსა და კოვბოებს, ეს სერიები დღეს ყველაზე ძვირად ფასობს და მათი შეძენაც რთულია, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მიუხედავად ჰენრი როტის (Kinder Surprise-ის მოდელების შვეიცარიელი ავტორი) უზადო ოსტატობისა და ბავშვების საყვარელი ნუგბარის პოპულიარობისა, 40 მმ. სტანდარტში ყველაზე ღირებულ ფიგურებად მაინც Balaban Gida Ulker (TOTO)-ს მიერ შექმნილი სულთნების ორი სერია (11 ფიგურა) ითვლება. მათი იშვიათობის გამო; ასევე იშვიათობაა „მარაიას“ მეკობრეების სერია და სხვა.

საგულისხმოა, რომ 1972 – 1974 წწ. დაწყებულმა შოკოლადის კვერცხისა და კალის ჯარისკაცის „ტანდემმა“, რომელმაც მილიონობით პატარა და დიდი (!) თაყვანისმცემელი გაახარა თავისი მრავალფეროვანი პროდუქციით, 1998 წ. არსებობა შეწყვიტა გარკვეულ გარემოებათა გამო, რომელთა განხილვასაც ახლა არ შევუდგებით.

დღეისათვის 40 მმ. სტანდარტში თხუთმეტიდან ოცამდე კომპანია და მარტოხელა ოსტატი მოღვაწეობს; ჩვენ აქ შემოგთავაზებთ ამ კომპანიების ჩამონათვალს, ხოლო დაწვრილებითი ინფორმაცია მათ პროდუქციაზე შეგიძლიათ Brave Soldiers & Yota Royal - ის ოფისში მიიღოთ:

1. „მამაცი ჯარისკაცები“;

2. „ბრინჯაოს კოლლექცია“;

3. „მეშვიდე მინიატიურა“;

4. „კინდერ-სიურპრიზი“;

5. „ვესტაირი“;

6. „პუბლიუსის ჯარისკაცები“;

7. "ხუთთითას მინიატურები";

8. "სტუდია ნიენა";

9. "სტუდია ჟამთაღმწერელი";

10. "დენის ასურის ჯარისკაცები";

11. "სტუდია ბრაბანტი";

12. "იოტა როიალი" და სხვა.

ჩამოთვლილი ბრენდების პროდუქცია (ამ წუთისათვის 1111 ჯარისკაცი) Yota Royal - ის მაკეტზე თითქმის სრულადაა წარმოდგენილი (რამდენიმე იშვიათი სერიის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება), რაც შეეხება ამა თუ იმ ფირმის ჯარისკაცებს, მათ შესაძენად ჩვენს ოფისში ყველა პირობაა შექმნილი.

All Rights Reserved by © Yota Royal - 2015